მსოფლიო დღეს

დაკავებულია ახალგაზრდა, რომელიც ქუჩაში ცოლის მოკვეთილი თავით დადიოდა: ვრცელდება ვიდეო

​მამაკაცი დაახლოებით 1,6 კილომეტრის გავლის შემდეგ დააკავეს პოლიციის განყოფილების მახლობლად. ირკვევა, რომ დაკავებამდე მან გაოგნებული თვითმმხილველებისთვის ხელის დაქნევა და ეროვნული ჰიმნის შესრულება მოასწრო.  
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ინდოელმა 30 წლის მამაკაცმა, აჰილეშ რავატმა და მისმა ცოლმა რაჯანიმ იჩხუბეს, რასაც ტრაგედია მოჰყვა: კაცმა დანით მოკლა ცოლი, შემდეგ კი თავი მოჰკვეთა და მოჭრილი თავით გავიდა ქუჩაში სასეირნოდ, იუწყება ადგილობრივი მედია. 

​მამაკაცი დაახლოებით 1,6 კილომეტრის გავლის შემდეგ დააკავეს ქალაქ ჯაჰანგირაბადში, პოლიციის განყოფილების მახლობლად. ირკვევა, რომ დაკავებამდე მან გაოგნებული თვითმმხილველებისთვის ხელის დაქნევა და ინდოეთის ეროვნული ჰიმნის შესრულება მოასწრო.  

პოლიციის ვარაუდით, მეუღლეებს შორის ჩხუბის მიზეზი შესაძლოა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მათი გოგონა ყოფილიყო. შვილის სიკვდილის შემდეგ რაჯანი  მშობლებთან წავიდა საცხოვრებლად, თუმცა ქმარმა  ინციდენტამდე ოთხი დღით ადრე შეძლო, შინ დაებრუნებინა ცოლი. 

2018 წლის ივნისში, სექსუალური ძალადობისა და მონური შრომის მაღალი რისკის  გამო, ინდოეთი ქალებისათვის ყველაზე საშიშ ქვეყნად დასახელდა. კულტურული ტრადიციების გამო, ქვეყანა ქალებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ინდოეთში ხშირია ქალისთვის მჟავის შესხმისა თუ სასქესო ორგანოს დასახიჩრების პრაქტიკა, ასევე ბავშვთა ქორწინებები და ფიზიკური ძალადობა.