მსოფლიო დღეს

საფრანგეთში გრიპის ეპიდემია გამოცხადდა: დაღუპულია 26 ადამიანი

გრიპის ეპიდემია მიმდინარე წლის მეოთხე კვირამდე არ აღინიშნებოდა მხოლოდ ნორმანდიის რეგიონში, საფრანგეთის რუკაზე დანარჩენი ტერიტორიები უკვე წითლად იყო შეფერილი ეპიდემიის გამო. 
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. გასული წლის ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე საფრანგეთში 26 ადამიანი გარდაიცვალა გრიპით, ეპიდემია ქვეყნის მთელ მატერიკულ ტერიტორიაზეა გავრცელებული, ნათქვამია საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ბიულეტენში (Santé publique France). 

კუნძულ ბალიზე ღორის აფრიკული ჭირის ვირუსმა იფეთქა: დადასტურებულია ლაბორატორიულად

აღსანიშნავია, რომ გრიპის ეპიდემია მიმდინარე წლის მეოთხე კვირამდე არ აღინიშნებოდა მხოლოდ ნორმანდიის რეგიონში, საფრანგეთის რუკაზე დანარჩენი ტერიტორიები უკვე წითლად იყო შეფერილი ეპიდემიის გამო. 

„გრიპის აქტიურობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა წლის მეხუთე კვირაში. ყველა რეგიონი ახლა ეპიდემიის სტადიაშია“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ბიულეტენიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში 2019 წლის 4 ნოემბრიდან გრიპით დაავადების 311 მძიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 49 მიმდინარე წლის მეხუთე კვირაზე მოდის. დაღუპულია 26 ადამიანი: აქედან სამი 15 წლამდე ასაკის ბავშვია, 12 გარდაცვლილის ასაკი 15-დან 64 წლამდეა, ხოლო 11 მათგანი 65 და მეტი წლისა იყო. 

საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ გრიპისგან თავდაცვის საუკეთესო გზა — ეს აცრაა.