რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის ჩაიკეტა

კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლითაა დაშვებული
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო დანიშნულების საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია, აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის დაკეტილია

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ასევე გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო, სამხედრო გზა ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.