ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ტურისტმა მთებში ვიდეოზე ულამაზესი მანათობელი პორტალი აღბეჭდა

როზა-ხუტორის ზამთრის კურორტზე ერთ-ერთმა დამსვენებელმა ვიდეოკამერით ბუნების უცნაური და ულამაზესი მოვლენა გადაიღო.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე როზა-ხუტორის სათხილამურო კურორტზე ერთ-ერთმა ტურისტმა ვიდეოზე საოცარი, მანათობელი პორტალი აღბეჭდა.

შემთხვევა 30 იანვარს მოხდა, როდესაც ტურისტი მთიდან ეშვებოდა თხილამურებით.

სოციალურ ქსელ Instagram-ის გვერდზე იუზერი kotiko_kotiko წერს:  

„მთაზე მოვსრიალებ და ვხედავ ათასობით კრისტალით გარშემორტყმულ სინათლის პორტალს. ამ სილამაზისგან სუნთქვა მიჩერდება. კრისტალები ჰაერში ფარფატებს, ბრწყინავს, ტექნიკას ამ ჯადოქრობის ნახევრის გადმოცემაც კი არ შეუძლია“, — წერს  ვიდეოს ავტორი.

გაირკვა, რომ ეს ატმოსფერული მოვლენა სუბმზის (Subsun) სახელითაა ცნობილი და მას ატმოსფეროში არსებულ პაწაწინა, მრავალრიცხოვან ყინულის კრისტალებზე (ყინულის ნემსები, ალმასის მტვერი, პატარა ფიფქები) მზის სხივის არეკვლა იწვევს.

კრისტალების ერთობა, ქმნის რა მზის ვირტუალურ გამოსახულებას, დიდი სარკესავით მოქმედებს, რომელიც ჰორიზონტზე ჩნდება.