მდინარაძე: უდიდესი ტრაგედია დაგვემართა ქვეყანას
© Sputnik
„ის მანიპულაციები, რაც დღეს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვნახეთ, ეს აბსოლუტურად სხვა კატეგორიაა. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას უახლოეს წლებში, მაგრამ ვისურვებდი, რომ არავის ესარგებლოს ტრაგედიით თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში დატრიალდა უდიდესი ტრაგედია და ნაცვლად იმისა, რომ ვიგლოვოთ და ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ ავირიდოთ მომავალში ასეთი ტრაგედიები, შიმშილზე ყურადღების გადატანა უადგილოა.
ტრაგედია ბაღდათში 3 თებერვალს მოხდა. წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ბავშვი, მათი ორსული დედა და ოჯახის ახლობელი ქალი.