კალაძე: ავტომრბოლელებს ქუჩებში რბოლის ნაცვლად საკუთარი სივრცე ექნებათ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საუბრობს იმის შესახებ, რომ  მერია საავტომობილო სპორტის ფედერაციას მიწის ნაკვეთს საჩუქრად გადასცემს, სადაც სხვადასხვა მულტიფუნქციური პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.
Sputnik
კალაძე: ავტომრბოლელებს ქუჩებში რბოლის ნაცვლად საკუთარი სივრცე ექნებათ
„ფედერაციას ექნება შესაძლებლობა, რომ რბოლები მოაწყონ არა ქალაქში, ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ მოეწყობა კონკრეტული ადგილი, თავისი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, სადაც ავტომობილების მოყვარულებს ექნებათ საკუთარი სივრცე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ქალაქში, განსაკუთრებით, ღამის საათებში ეწყობა ე.წ. რბოლები, რაც სერიოზული საფრთხის შემცველია, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და დიდი დისკომფორტია ადამიანებისთვის, რომლებიც ღამით ისვენებენ.