მსოფლიო დღეს

დატყვევებულმა ტერორისტებმა სირიაში თურქეთის როლზე ისაუბრეს

დატყვევებულმა ბოევიკებმა გაამხილეს, როგორ აღმოჩნდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და რა იყო მათი მთავარი მიზანი
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ალეპოს გარეუბანში სირიელი სამხედროების მიერ დატყვევებულმა ბოევიკებმა ტერორისტული დაჯგუფება „ჯებჰათ ან-ნუსრას“ შექმნაში თურქეთის როლი გაამხილეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.   

სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე დატყვევებული ტერორისტი სირიის მოქალაქეა. ერთ-ერთი მათგანის, მაჰმუდ ალ-ნაჯიმის თქმით, ქალაქში თავდაპირველად საერო ოპოზიციის, „სირიის თავისუფალი არმიის“ რაზმი ჩამოყალიბდა. ხოლო როდესაც რეგიონში „ჯებჰათ ან-ნუსრას“ რაზმები გამოჩნდა, საერო და რადიკალურ ოპოზიციას შორის შეტაკებები დაიწყო. 

ამის შემდეგ ტყვემ ოჯახთან ერთად თურქეთში გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ ის თურქულმა პოლიციამ დააკავა და, როგორც თავად ამბობს, „ან-ნუსრაში“ შესვლა აიძულა.

„გვითხრეს, რომ თუ მათზე არ ვიმუშავებდი და „ჯებჰათ ან-ნუსრას“ მხარეზე არ ვიომებდი, ჩემს ოჯახს ან დააპატიმრებდნენ და ან დახოცავდნენ... ხელფასიც მომცეს, 100 დოლარი“, — უთხრა ტერორისტმა სირიელ სამხედროებს დაკითხვაზე. 

კითხვაზე, რატომ ცხრილავენ ბოევიკები ქალაქ ალეპოს, ტყვემ უპასუხა: „მეთაურმა გვითხრა, რომ ეს მოქალაქეებს სირიელ და რუს სამხედროებს შეაძულებს“. 

რაც შეეხება მეორე ტყვეს, ჰუსეინ აბდულ აზიზს, მან განმარტა, რომ ოჯახს საჭმლის ფული არ ჰქონდა, ბოევიკები კი მამაკაცებს აგროვებდნენ და ფულს უხდიდნენ. ამიტომაც გადაწყვიტა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება.  

სირია აშშ-ის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას აპირებს

მისი თქმით, ბოევიკთა რიგებში ამ დროისათვის პაკისტანური და ავღანური რაზმები იბრძვიან.   

აბდულ აზიზის განმარტებით, ის ტყვედ მაშინ ჩავარდა, როდესაც მისი რაზმი თურქული სათვალთვალო პოსტისკენ იხევდა. 

რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა 2017 წლის მაისში სირიაში დეესკალაციის ოთხი ზონა შექმნეს. მათგან სამი 2018 წელს დამასკის კონტროლქვეშ გადავიდა, მეოთხე კი, რომელიც იდლიბის პროვინციაშია განთავსებული, ჯერჯერობით არ დაუკავებიათ სამთავრობო ძალებს. მისი დიდი ნაწილი „ჯებჰათ ან-ნუსრის“ ტერორისტებს აქვთ მიტაცებული. 

მიმდინარე წლის 26 იანვარს სირიის არმიამ დასავლეთ ალეპოზე შეტევა წამოიწყო, ვინაიდან ტერორისტები ყოველდღე ცხრილავდნენ ქალაქის საცხოვრებელ კვარტლებს. რის შედეგადაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკვე მეორე დღეს შესაძლებელი გახდა თავდაცვის პირველი ხაზების გარღვევა. ესკალაციის ფონზე, ანკარა და მისი ზოგი მოკავშირე დამასკსა და მოსკოვს ჰუმანიტარულ ობიექტებსა და თურქ სამხედროებზე შეტევაში ადანაშაულებენ. რუსეთსა და სირიაში კი დარწმუნებულები არიან, რომ რეგიონში არასტაბილური მდგომარეობა ტერორისტების ქმედებითაა გამოწვეული.