მსოფლიო დღეს

რამდენი ქართველი წავიდა ბელარუსში სამუშაოდ

ბელარუსში დასაქმების მიზნით შესული უცხოელების რიცხვი, გასულ წელს თითქმის ოთხჯერ გაიზარდა - ძირითადად რუსეთის, ჩინეთისა და უკრაინის მოქალაქეები
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. 2019 წელს ბელარუსში სამუშაოდ საქართველოს 178 მოქალაქე შევიდა, ნათქვამია ბელარუსის შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსში წასული მოქალაქეებიდან 120 მამაკაცია და 50 ქალი.

საქართველოში დასაქმების სააგენტო შეიქმნება

ბელარუსში დასაქმების მიზნით შესული უცხოელების რიცხვი, გასულ წელს თითქმის ოთხჯერ გაიზარდა, განაცხადა შსს–ს მოქალაქეობისა და მიგრაციისა საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსანდრ ტატურამ.

„2019 წელს ჩვენს ქვეყანაში დასაქმების მიზნით სულ 20,8 ათასზე მეტი უცხოელი ჩამოვიდა. ეს 2018 წელთან შედარებით 4,7 ათასით მეტია", - ციტირებს ტატურუს "Sputnik ბელარუსი".

უწყების ცნობით, მათი დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა (6,7 ათასი, ანუ ყოველი მესამე სპეციალისტი). მეორე ადგილზეა ჩინეთი (თითქმის ყოველი მეხუთე, ანუ 4,3 ათასი). ლიდერთა სამეულში მოხვდა უკრაინაც – (3,1 ათასი ადამიანი).

დასაქმებული მიგრანტების 5,6 ათასზე მეტს სპეციალობა აქვს. სამი ათას ადამიანზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი და სპეციალისტია, 1,3 ათას უცხოელზე მეტი ჩართული არიან მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროში. ჩამოსულთა 1,2 ათასზე მეტს ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები, 428 ადამიანი კი სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული.