საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ეწვევა

დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა 4-7 თებერვალს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კრიტიკა პრობლემა არაა: საქართველოს რეაქცია აშშ-ის კონგრესმენების წერილზე

ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი შეხვედრას გამართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან. მისი მიწვევით საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

შეხვედრებია დაგეგმილი ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებთან.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის 1992 წელს დამყარდა, ხოლო განსაკუთრებით გააქტიურდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.