ხანძარი ბაღდათში: დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი

ბაღდათის მერის ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. სახლში, სავარაუდოდ, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იუწყება პირველი არხი.

სენაკში გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალი ემსხვერპლა

ცეცხლს ამ წუთებში ექვსი სახანძრო ჯგუფი აქრობს.

ბაღდათის მერის, არჩილ გოგსაძის ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. სახლში, სავარაუდოდ, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხუთი ცხედარი იპოვეს. მათ შორის ოთხი ბავშვია.

ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.