COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთის საფონდო ბირჟები ჩამოიშალა: კორონავირუსი ეკონომიკას უტევს

ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტში იმედი აქვთ, რომ ნეგანტიური ზეგავლენა მოკლევადიანი იქნება და პეკინი შეძლებს მინიმუმამდე დაიყვანოს მძიმე შედეგები.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის საფონდო ბირჟებზე ჩინური ახალი წლის არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვაჭრობა 8%-ზე მეტი კოლაფსით გაიხსნა, რაც ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიითაა გამოწვეული.

შანხაის საფონდო ბირჟა Shanghai Composite-ის ძირითადი ინდექსი 3 თებერვლის 10:37 საათისთვის 8,07%-ით დაეცა, ხოლო Shenzhen Component-ის — 8,54%-ით.

ამასთან, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა Hang Seng-ის ძირითადი ინდექსი 0,44%-ით გაიზარდა. 

ჩინეთში კორონავირუსის შემაკავებელი პრეპარატი იპოვეს: მიმდინარეობს კლინიკური გამოცდა

ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტმა აღიარა, რომ ეპიდემიის აფეთქებამ ნეგატიურად იმოქმედა ეროვნულ ეკონომიკაზე, თუმცა იმედოვნებენ, რომ მისი ზეგავლენა მოკლევადიანი იქნება და პეკინი შეძლებს მინიმუმამდე დაიყვანოს მძიმე შედეგები. 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 17 205 ადამიანს მიაღწია, გარდაიცვალა 361 კაცი, 2 296 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 475 გაწერილია საავადმყოფოებიდან, ხოლო კიდევ 21 558 ათასი ადამიანის თაობაზე არსებობს ეჭვი, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით არიან დაავადებული. 

ამას გარდა, ექიმები აკვირდებიან 152 700 პაციენტს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან. 

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაავადებულთა რიცხვმა 148 ადამიანს მიაღწია. ამ დროისათვის ყველაზე მეტი ინფიცირებული, ბუნებრივია, ეპიდემიის ცენტრში, ჩინეთშია, თუმცა დაავადების შემთხვევები ასევე გამოვლენილია რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, ფინეთში, ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ კორეაში, კამბოჯაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იაპონიაში, აშშ-ში, სინგაპურში, ტაილანდში, კანადაში, ნეპალში, ვიეტნამში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში, შრი-ლანკაში, ფილიპინებზე.

კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია მშრალი ხველება, გართულებული სუნთქვა, მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა და სისუსტე. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში ავადმყოფობა პნევმონიის გარეშე მიმდინარეობს და ახლავს მშრალი ხველება და ტემპერატურის მცირედ მატება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2019-nCoV-ს ეპიდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად გამოაცხადა.