COVID-19 - ბოლო ცნობები

ბოლო მონაცემები ახალ კორონავირუსზე: დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ყველაზე მეტი დაავადებული, ბუნებრივია, ჩინეთშია, თუმცა დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთში, აშშ-ში, გერმანიასა და ორ ათეულზე მეტ სხვა ქვეყანაში.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემების თანახმად, 2 თებერვლის მდგომარეობით, ჩინეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის შედეგად 361 ადამიანი გარდაიცვალა.

ილია მეორე: ახალი ვირუსი გამოჩნდა იმისთვის, რომ სარწმუნოება განმტკიცდეს

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 17,2 ათას ადამიანს გადააჭარბა, 150-მდე დაავადებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფილიპინებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის აფეთქებას საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია უწოდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობიდან აზიაში 95 შემთხვევა დაფიქსირდა, ევროპაში – 23, ჩრდილოეთ ამერიკაში – 13, ავსტრალიაში – 12.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.