მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უზბეკეთში სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა, არიან დაღუპულები

ტრაგედია მსუბუქი ავტომობილის მძღოლის ბრალით მოხდა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და შემხვედრ ზოლზე გადავიდა
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად უზბეკეთში, სირდარის ოლქში, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი“ ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით.

გორში ავარიის შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა

ინციდენტი შაბათს დილით ქალაქ გულისტანის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. ავტომობილი Chevrolet Cobalt შემხვედრ ზოლზე გადავიდა და Damas-ის მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა.

„Damas-ის მძღოლი და მიკროავტობუსის სამი მგზავრი მიღებული ტრავმებისგან ადგილზე დაიღუპნენ, კიდევ ერთი - საავადმყოფოში“, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

კიდევ ორი მგზავრი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.