თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. პეკინში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 156 ადამიანს მიაღწია, ახალი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, იუწყება РИА Новости ჩინეთის დედაქალაქის ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით.
„31 იანვარს 14:00 საათიდან 24:00 საათამდე პეკინში გამოვლინდა ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის 17 შემთხვევა. 31 იანვრის ღამის მდგომარეობით, დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 156 ადამიანს მიაღწია, საიდანაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 გაეწერა საავადმყოფოდან, დანარჩენი 150 ადამიანი მკაცრი კარანტინის პირობებში საავადმყოფოებში მკურნალობას აგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაინფიცირებისგან თავისუფალ ზონად რჩება მხოლოდ ოთხი რაიონი - ფანშანი, პინგუ, მიუნი და იანცინი - ყველა მეხუთე სატრანსპორტო რგოლის მიღმა მდებარეობს. ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ხაიდანის და ჩაოანის რაიონებში - 35 და 27.
ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უხანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას ჩინეთში 259 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულია დაახლოებით 12000 ადამიანი.