COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთის ხელისუფლება შეაფასებს ჩინეთიდან სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობას და გამოყოფს თვითმფრინავებს, რომლებიც ჩინეთში რუსეთის მოქალაქეების წამოსაყვანად გაფრინდებიან.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. რუსეთში კორონავირუსით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა — ორივე დაავადებული ჩინეთის მოქალაქეა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.  

კორონავირუსის საფრთხე: იტალია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე მსჯელობს

დაავადების პირველი შემთხვევა ზაბაიკალიეში გამოვლინდა, მეორე კი — ტიუმენის ოლქში.

რუსეთის ვიცე-პრემიერ ტატაიანა გოლიკოვას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებითი ზომების გატარება იგეგმება.

გოლიკოვამ ასევე განაცხადა, რომ დაწყებულია რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია ჩინეთის ორი ქალაქიდან.

წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ უჰანსა და ჰუბეის პროვინციაში რუსეთის 641 მოქალაქე იმყოფება.

ჩინეთში კორონავირუსის ექსპრესტესტი შეიქმნა: შემოწმების დრო მნიშვნელოვნად მცირდება

რუსეთის ხელისუფლება შეაფასებს ჩინეთიდან სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობას და გამოყოფს თვითმფრინავებს, რომლებიც ჩინეთში რუსეთის მოქალაქეების წამოსაყვანად გაფრინდებიან. ეპიდემიის ცენტრიდან დაბრუნებულებს ორი კვირით კარანტინში მოათავსებენ.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ამ დროისათვის 9692 დაავადებულიდან 1 527 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 213 გარდაიცვალა, ხოლო 171 პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს.

ახალი მონაცემები კორონავირუსის შესახებ: ცნობილია, ვინ ხვდება რისკის ჯგუფში

გარდა ამისა, რეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვის 15 238 შემთხვევა. ამასთან, მეთვალყურეობის ქვეშ არის კიდევ 102 427 ადამიანი, რომლებსაც დაავადებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

კომიტეტის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე კორონავირუსი SARS-ის (მძიმედ მწვავე რესპირატორული სინდრომი) ყველა ეპიდემიით დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე ცნო ახალი კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად.