მსოფლიო დღეს

ჩეხეთში გრიპის ეპიდემია მძვინვარებს

ჩეხეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, გრიპის ნიშნების შემჩნევისას არ გამოვიდნენ სახლიდან, რათა ვირუსი სხვებსაც არ გადასდონ
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. ჩეხეთის ტერიტორიაზე ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 1865 დასნეულებული რეგისტრირდება. გრიპის გართულების შედეგად უკვე 12 ადამიანი გარდაიცვალა, განუცხადა ჟურნალისტებს რესპუბლიკის ჰიგიენური სამსახურის ხელმძღვანელმა ევა გოტვალდოვამ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებით, გრიპის ეპიდემიამ რესპუბლიკის მთელი ტერიტორია მოიცვა. ძირითადად, А ტიპის გრიპის ვირუსი ჭარბობს.

საქართველოში გრიპის ვირუსი უკან იხევს

მან მოქალაქეებს მიმართა თხოვნით, გრიპის სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, არ გამოვიდნენ სახლებიდან, რათა ვირუსი სხვებსაც არ გადასდონ.

ეპიდემიასთან დაკავშირებით ქვეყნის კლინიკებში აკრძალულია ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მონახულება. დახურულია ზოგიერთი საბავშვო დაწესებულება.

ჩეხეთის ჰიგიენური სამსახურის მონაცემებით, გრიპი ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშია გავრცელებული. А ტიპის ვირუსის გარდა, ცირკულირებს გრიპის სუბტიპები - A/H1N1pdm, A/H3N2 და B/Viktoria.