თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დაკავებულია მგზავრი ქალი, რომელიც ფრენის დროს თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიმფეროპოლიდან გამოფრენილი ავიაკომპანია S7-ის კუთვნილი ლაინერი საგანგებო რეჟიმში დაჯდა მოსკოვში, რის შემდეგაც ის სადგომზე გადაიყვანეს მგზავრებთან ერთად. მიზეზი: ერთ-ერთმა მგზავრმა ქალმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა.
წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე 195 ადამიანი იმყოფებოდა.
დაწყებულია შემოწმება.