მსოფლიო დღეს

თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქე ოქროს მოპარვაზე დააკავეს

სპეცოპერაციის დროს დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია ის ტექნიკური მოწყობილობები, რომლებსაც მძარცველები ბინების ქურდობის დროს კარის გასახსნელად იყენებენ.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ორ ქალაქში საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა.

საერთაშორისო სპეცოპერაცია: საქართველოს დახმარებით უცხოეთში ათი კანონიერი ქურდი დაიჭირეს

ტელეარხ Rustavi 2-ის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს ბრალი საცხოვრებელი ბინებიდან 250 ათასი ლირის ღირებულების ოქროს მოპარვაში ედებათ.

დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია ის ტექნიკური მოწყობილობები, რომლებსაც მძარცველები ბინების ქურდობის დროს კარის გასახსნელად იყენებენ.

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გასული წლის დასაწყისიდან მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის 124 საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენი ქართველი დააკავეს ევროპაში მძიმე დანაშაულისთვის >>

შსს-ს უცხოურ სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ბელგიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ესპანეთში, ირლანდიაში, იტალიასა და ჩეხეთში 12 ოპერაცია ჩატარდა.