შესრულებული დანაპირები, იმპორტჩანაცვლება და სხვა მიღწევები ქართულ სოფლის მეურნეობაში

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა 900 მილიონიდან 350 მილიონ დოლარამდეა შემცირდა
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველო აგრარული ქვეყნის სტატუსს იბრუნებს, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

„ჩვენს დახლებზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალი ქართული ბრენდირებული პროდუქტი ჩნდება, რაც იმპორტის ჩანაცვლების შეუქცევადი პროცესის მაჩვენებელია. საქართველო, ტრადიციულად, აგროსასურსათო წარმოებით გამორჩეული ქვეყანა იყო. ჩვენ ამ სტატუსს ეტაპობრივად ვიბრუნებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მზარდი მოხმარებისა, რაც ტურისტული ნაკადის ზრდითაც არის განპირობებული, აგროსასურსათო პროდუქტის სავაჭრო დეფიციტი ყოველწლიურად სულ უფრო მცირდება.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ახალი უწყებები იქმნება

„იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა, 900 მილიონიდან 350 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ანგარიშში ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ „იაფი ფულის“ დაპირება, სოფლის მეურნეობის დარგში ნამდვილად შესრულდა.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო იაფი ფულადი რესურსები სოფლის მეურნეობის დარგისთვის. ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. 2013 წლიდან არსებობს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2 მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსებაა გაცემული“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში გაიხსნა 190 ახალი წარმოება, გაფართოვდა 911, 17 ათასი ბენეფიციარმა 38 ათასი კრედიტი მიიღო და დასაქმდა 10 ათასი ადამიანი.

ღვინის დარგის მიღწევები

სოფლის მეურნეობის სექტორის ძირითად მიღწევად მინისტრმა ღვინის წარმოება დაასახელა.

„სახელმწიფოს მხრიდან გატარებული სწორი დარგობრივი პოლიტიკის შედეგად მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველომ ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ღვინო გაიტანა

ამასთან მან აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტად იზრდება ადგილობრივი ღვინის პოპულარობა, რომელიც ყურძნის ადგილობრივი ჯიშებისგან არის დამზადებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მინისტრის განცხადებით, რაოდენობის ზრდასთან ერთად, მთავარი ამოცანა იყო უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინის მაღალ საფასო სეგმენტში პოზიციონირება.

„ქართული ღვინის პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობა ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა, რისთვისაც სახელმწიფომ კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა და შედეგებიც სახეზეა. ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შესრულებული დანაპირები, იმპორტჩანაცვლება და სხვა მიღწევები ქართულ სოფლის მეურნეობაში