თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სენაკის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა ნაფეტვარიძის ქუჩაზე დღეს მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მარტოხელა ქალს ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც, მათი ვარაუდით, ხანძარი გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.