მსოფლიო დღეს

ელისაბედ მეორემ მეგან მარკლს ნაჩუქარი სამკაულები წაართვა: ჯერი სამოსსა და ჩანთებზეა

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჰერცოგინიამ მაინც მოახერხა, შეენარჩუნებინა პრინცესა დიანას მიერ დატოვებული საგვარეულო ბრილიანტის ბეჭედი.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის წინაშე საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმამ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მრავალი პრობლემის წინაშე დააყენა. ახლახან ინგლისის დედოფალმა ელისაბედ II-მ აიძულა სასექსის ჰერცოგინია, უკან დაებრუნებინა სამეფო ოჯახის მიერ ნაჩუქარი ყველა სამკაული, იუწყება მსოფლიო მედია. 

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ფული და ტიტულები ჩამოერთვათ

მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უარი თქვეს სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე და ფინანსურ უზრუნველყოფაზე, მათ სამეფო ძვირფასეულობაზე წვდომაც დაკარგეს. მეგან მარკლს მოსთხოვეს, დაუბრუნოს დედოფალს არა მარტო ის სამკაულები, რომლებითაც მონარქის თანხმობით სარგებლობდა, არამედ ყველა საჩუქარიც. ერთ-ერთი ასეთია ბეჭედი ცისფერი ძვირფასი თვლით, რომელიც მეგანს სამეფო ოჯახის წევრზე, პრინცზე ქორწინების შემდეგ გადაეცა. 

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ტელევიზიებისთვის სენსაციური ინტერვიუს მიცემით იმუქრებიან

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჰერცოგინიამ მაინც მოახერხა შეენარჩუნებინა პრინცესა დიანას მიერ დატოვებული საგვარეულო ბრილიანტის ბეჭედი.

თუმცა, საქმე მხოლოდ ძვირფასეულობა არ არის. მეგან მარკლს ასევე შეიძლება ჩამოართვან ბრიტანული არისტოკრატიის ფულით შეძენილი უამრავი სამოსელი და ჩანთები. ცნობილია, რომ ამ თანხების უმეტეს ნაწილს პრინც ჰარის მამის ჩარლზის მიერ გაღებული მატერიალური დახმარება შეადგენს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ასევე მოუწევთ გადაიხადონ ფროგმორის სახლის რემონტზე დახარჯული თანხა 2,5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით.