COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მთავრობა ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 4515 ადამიანს მიაღწია. აქედან 106 გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება – შეაჩეროს ჩინეთთან ფრენები და საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინოს, განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

რეკორდული დრო: ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის პათოგენი გამოავლინეს

გადაწყვეტილების მიზეზი ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსია და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მწვანე ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის უსაფრთხო ქვეყნად მოიაზრება, მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ჩინეთიდან ჩამოიყვანს. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დღის მეორე ნახევარში გაიმართება შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება მოქალაქეების ევაკუაცია.

„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი აქედან გამომდინარე არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე არ შეიძლება დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე საფრთხის გაჩენის რისკი“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე 100-ზე მეტი ადამიანი დადგა. საელჩოს მოეპოვება მათი საკონტაქტო ინფორმაცია და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მათთან კომუნიკაცია ადვილად მოხდება. საელჩო ასევე კონტაქტზეა უჰანის პროვინციაში მყოფ საქართველოს სამ მოქალაქესთან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და მათ არც სხვა სახის პრობლემები გააჩნიათ.

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ექიმები მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 4515 ადამიანს მიაღწია. აქედან 106 გარდაიცვალა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია: ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში.