თბილისში ქართული ენერგეტიკის კვირეული დაიწყო

ფორუმში მონაწილეობენ უცხოური კომპანიები, რომლებიც საქართველოს ალტერნატიულ ენერგეტიკაში ინვესტირებით არიან დაინტერესებული.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. დიდი საინვესტიციო პროექტები ენერგეტიკის სფეროში, ენერგოეფექტურობის ამაღლება და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება – ეს საკითხები განიხილეს საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმზე Energy Week Georgia 2020, რომელიც თბილისში სამშაბათს დაიწყო.

მაღალი დონის ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. Energy Week Georgia 2020-ში მონაწილეობს მსოფლიოს 17 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი.

თბილისში ქართული ენერგეტიკის კვირეული დაიწყო

„ჩვენი ღონისძიება მიმართულია სწორედ კერძო უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე განახლებადი ენერგეტიკის პროექტების განვითარებისთვის. აქ წარმოდგენილია კომპანიები 17 ქვეყნიდან. ესენი არიან დიდი ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებული არიან როგორც მზის პროექტების, ისე ქარის ენერგეტიკის პროექტების განვითარებით. და, რა თქმა უნდა, ყველამ იცის საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის შესახებ", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ფორუმის ორგანიზატორი კომპანია Invest in Network-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ინესა შაჰნაზაროვამ.

საქართველოში ორ წელიწადში ორ ახალ ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ>>

ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ საქართველოს ენერგეტიკულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების სტიმულირებაზე, ასევე ენერგოეფექტურობის ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე და დიდ საინვესტიციო პროექტებზე.

თბილისში ქართული ენერგეტიკის კვირეული დაიწყო

დღის წესრიგშია ასევე ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები.

რას მოუტანს საქართველოს ენერგეტიკას პირველი ბირჟა>>

„საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამინისტრო ვახორციელებთ მასშტაბურ რეფორმას ენერგეტიკის სექტორში, რომლის ამოცანაა ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი დაემსგავსოს ევროპულ ენერგობაზარს და გახდეს უფრო ღია, უფრო კონკურენტული, ჩვენი მომხმარებელი კი უფრო მეტად დაცული. საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა აღნიშნეს, რომ 2019 წელი მათთვის წარმატებული იყო სწორედ ამ რეფორმების წყალობით. დაიწყო მრავალი პროექტის განხორციელება", – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თბილისში ქართული ენერგეტიკის კვირეული დაიწყო

ენერგეტიკული კვირეულის გახსნაში მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა.

ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?>>

ღონისძიების ორგანიზატორია კონსალტინგური კომპანია Invest In Network, რომლის შტაბ-ბინა დიდ ბრიტანეთშია. კომპანია ენერგეტიკული კონსტალტინგის მომსახურებას ეწევა განვითარებად ბაზრებზე.