48 წლის პროდიუსერი ბაბუა პირველად გახდა. კახა მამულაშვილს ორი შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი, ქალიშვილი კი ლელა წურწუმიასგან. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. პროდიუსერი კახა მამულაშვილი ბაბუა 2018 წელს გახდა. ამის შესახებ „მამულიჩამ“ ფეისბუქის პირადი გვერდიდან მეგობრებს ახარა. მის უფროს ვაჟს ნიკოლოზ მამულაშვილს, რომელიც პროდიუსერს პირველი მეუღლისგან ჰყავს, ვაჟი შეეძინა. "09.08.2018 ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილი. ამ ქვეყანას პატარა მამულიჩა მოევლინა“, – წერდა მაშინ კახა მამულაშვილი.
ლელა და მამულიჩა შვილიშვილს ძალიან ხშირად აკითხავენ. ვიდეოებზე ბებია-ბაბუის დამოკიდებულება შვილიშვილის მიმართ კარგად ჩანს. პოპ-დივა და მისი პროდიუსერი პატარა ბიჭუნას ასეირნებენ და ანებივრებენ. ლელა ბაბუა-შვილიშვილის თამაშს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ამჯერად სურათი "მამულიჩამ" გამოაქვეყნა. სურათს თბილის სიტყვები "მხოლოდ ბაბუსი" დააწერა. პირველი კომენტარი, რა თქმა უნდა, ლელა წურწუმიამ დაწერა.
ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი ოჯახის წევრები იქცევენ. ამის მაგალითია კახა მამულაშვილის მიერ გადაღებული დედა-შვილის უახლესი ფოტო, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მაგრამ მარიკო ლელას არ ჰგავს. მასში მამის გენი დომინირებს. მამა-შვილის გარეგნობაში დიდი მსგავსებაა. ლელა წურწუმია ქართველი პოპ-მომღერალია, რომელმაც პირველმა შესთავაზა ერთგულ მსმენელს კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად დასახელდა.