თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ქართველი კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გომარ სიხარულიძე წლების განმავლობაში თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალურ კათედრას ხელმძღვანელობდა. მას არაერთი კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოები აქვს შექმნილი.
გარდაიცვალა რეჟისორი გოგი თოდაძე>>
განსაკუთრებული აღიარება კომპოზიტორს ქართული კინოფილმებისთვის შექმნილმა მუსიკამ მოუტანა, მათ შორის ყველაზე პოპულარულია სიმღერები, რომლებიც შეიქმნა ფილმებისთვის „ჩარი-რამა" და „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში".