თბილისში მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მაღაზიათ ქსელ „სპარის“ ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელი დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.