სასიკვდილოდ საშიში კორონავირუსი ჩინეთში – ფოტო

Sputnik

ჩინეთის პროვინცია ჰუბეის ხელისუფლება განაგრძობს საგანგებო ზომების მიღებას კორონავირუსის გავრცელების გამო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

პროვინციის კიდევ ცხრა ქალაქში, გარდა ეპიდემიური ცენტრი უჰანისა, დროებით შეწყდა სატრანსპორტო გადაადგილება. განსაკუთრებულ ზონაში მოხვდნენ უჰანი, ჩიბი, ეჩჟოუ, ჰუანგანი, სიანტაო, ჩჟიცზიანი, ციანცზიანი, ჰუანში, ენში და სიანნინი.

კორონავირუსით დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. საავადმყოფოებს გადაეცათ დირექტივები ინფექციასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის მიზნით, მთელ მსოფლიოში გაძლიერებულია ჩინეთიდან შესული ტურისტების შემოწმება.

კორონავირუსები – ეს არის ვირუსების ფართო ოჯახი, რომლებიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ამ მომენტისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ არსებობს.

1 / 14
ახალი კორონავირუსით ასობით ადამიანი დაავადდა
2 / 14
ვირუსი ადამიანისგან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა
3 / 14
ახალი ვირუსის ეპიცენტრი პროვინცია ხუბეის ქალაქი უხანია, სადაც 11 მილიონი მოსახლეა
4 / 14
ჩინეთის ხელისუფლბეამ ქალაქი უხანი კარანტინში მოაქცია
5 / 14
ეპიდემიასთან დაკავშირებით დაიკეტა ქალაქში მიმავალი ყველა გზა და შეიზღუდა ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა
6 / 14
გაუქმდა ყველა სარკინიგზო და საჰაერო რეისი, ასევე აიკრძალა შიდა საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება
7 / 14
ზოგიერთ ქალაქში დაიკეტა რკინიგზის სადგურები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა
8 / 14
თუმცა, ექსპერტები თანამედროვე სამყაროში კარანტინის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ
9 / 14
ბოლო დრომდე უხანში 17 დაავადებული გარდაიცვალა
10 / 14
თუმცა, ხუთშაბათს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქის ფარგლებს გარეთ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დააფიქსირა
11 / 14
ხელისუფლებამ გააუქმა პეკინში დაგეგმილი ყველა მასშტაბური ღონისძიება, რომლებიც ახალი წლის აღსანიშნავად 25 იანვარს უნდა გამართულიყო
12 / 14
ფრენებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის გარდა, დაიკეტა ქალაქის კაფეები, რესტორნები და კინოთეატრები
13 / 14
მოსახლეობას ურჩევენ, ქალაქიდან არ გავიდნენ
14 / 14
უხანის მოსახლეობა პროდუქტების შესაძლო უკმარისობისა და ფასების ზრდის გამო სოციალურ ქსელებში უკმაყოფილებას გამოთქვამს