ქართველი მოჭადრაკე გიბრალტარის ტურნირზე ლიდერთა ჯგუფშია

ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ხუთი მოჭადრაკეა, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი ივან ჩეპარინოვი
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ივან ჩეპარინოვმა გიბრალტარში მიმდინარე ტურნირზე მეხუთე ტურის პარტია ყაიმით დაასრულა.

ჩეპარინოვი შავი ფიგურებით ბულგარელ მოჭადრაკეს ვესელინ ტოპალოვს უპირისპირდებოდა.

ჯერ ახალ ვარსკვლავებს ვერ ვხედავ – გაფრინდაშვილმა ქართული ჭადრაკის მომავალზე ისაუბრა

დღის სხვა პარტიების შედეგები:

დავით ფარავიანი (რუსეთი) - ლეანდრო კრისუ (არგენტინა) - 1-0,

ანდრეი ესიპენკო (რუსეთი) - პიერ ლუიჯი (იტალია) - 1-0,

ბაბუ ლალიტი (ინდოეთი) - კირილე ალექსეენკო (რუსეთი) - ყაიმი

დანიილ იუფა (რუსეთი) - დავიდ ნავარა (ჩეხეთი) - 1-0,

ფერნანდო პერალტა (არგენტინა) - შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) - ყაიმი

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - ვაჰაპ შანალი (თურქეთი) - ყაიმი.

ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ლიდერობს ხუთი მოჭადრაკე: ჩეპარინოვი, ესიპენკო, ფარავიანი, ვან ხაო (ჩინეთი) და ფარჰამ მაღსუდლუ (ირანი) (თითოეული - 4,5 ქულით).