ყვითელი ამბები

„კბილები დამცვივდა, თმა შემითხელდა“- რა ჯანმრთელობის პრობლემას ებრძვის ნუკი კოშკელიშვილი?

ცნობილი მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი ცხოვრების გამაოგნებელ დეტალებს საკუთარ გვერდზე ასაჯაროებს. რას წერს გულახდილი ტელესახე?
Sputnik

სექსუალური, ექსტრავაგანტული და შარმიანი მსახიობი გულწრფელობით გამოირჩევა. მან სოციალურ ქსელში რამდენიმე ემოციური განცხადება გაავრცელა. მაგრამ, ამ უკანასკნელმა საზოგადოების შოკი გამოიწვია. ნუკი კოშკელიშვილი მძიმე სენს ებრძვის?

სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური მსახიობი ვრცელ პოსტებს აქვეყნებს. ფეხმძიმობა, მშობიარობა და ფეხმძიმობის შემდეგ გამვითარებულ ყველა დეტალზე ხმამაღლა საუბრობს და საკუთარ გვერდზე საჯაროდ წერს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ჰყავს და ერთი პატარა ვაჟი ჰყავს, საკუთარი მიმდევრებისთვის ყოველთვის იცლის და პირდაპირ ეთერსაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ნუკიმ უამრავი ქალბატონი, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ ოფიციალურ გვერდზე გააერთიანა. ახლა, ქალბატონები ერთმანეთს ნუკის პოსტის კომენტარების საშუალებით უზიარებენ გამოცდილებას.

უკანასკნელი ფოტოს კომენტარებში ნუკი აღნიშნავს, რომ ეს ძველი ფოტოა და ვრცელ წერილს წერს. როგორც ჩანს, მშობიარობის შემდეგ მსახიობმა რადიკალური ცვლილებები განიცადა. მისი ორგანიზმი პრობლემების წინაშეა. "წელი გაქრა, კანი ჩამოიწელა, მკერდი დაპატარავდა, კბილები დამცვიცდა, თმა შემითხელდა. კიდევ რა? გასაგებია, რომ ეს ყველაფერი იმ ბედნიერებასთან, რაც ორსულობას მოჰყვება- ვერ მივა. უბრალოდ ცოტა უსამართლობაა, ჩვენ რომ ასე ვიცვლებით და მამაკაცები არა..." - წერს გულნატკენი მსახიობი.

მშობიარობის შემდეგ ნუკიმ სპეციალური დიეტები დაიწყო, რამაც სავარაუდოდ პატარა ბიჭუნას ოლივერის გაჩენის შემდეგ ასეთი ცვლილებები გამოიწვია. ცოტა ხნის წინ მოდელმა და ტელეწამყვანმა ფოტო გამოაქვეყნა და წერდა, რომ 59 კილოგრამი იყო და 4 კილოგრამი ისევ დასაკლები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა, მისი და ბენ ჩეიმის ცხოვრების დეტალები საქართველოში ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა იცის, რადგან ნუკი ფაქტობრივად არაფერს მალავს. მას 203 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.