ახალმთვარეობა 25 იანვარს: რას უნდა ველოდოთ და როგორ ვიმოქმედოთ

იანვრის ბოლოს 2020 წლის პირველი ახალმთვარეობა დადგება, რაც გლობალურ ცვლილებებს გამოიწვევს. როგორ გავუმკლავდეთ ენერგეტიკის მკვეთრ ცვლილებას და არ დავკარგოთ შინაგანი წონასწორობა - გაეცანით ასტროლოგების რჩევებს
Sputnik

მთვარის მორიგი ციკლი თბილისის დროით 01:41 საათზე დაიწყება. ახალმთვარეობა მერწყულის ნიშანში ჩაივლის. ეს კონფიგურაცია აუცილებლად მოიტანს წარსულის საგრძნობ გავლენას აწმყოზე. ახალმთვარეობა, თავისთავად, არ არის ნეგატიური ხასიათისა, მაგრამ მერწყულის არაპროგნოზირებადობა და მერყეობა ხშირად იწვევს ორომტრიალსა და ქაოსს. ამიტომ ამ მთვარის ფაზის ენერგეტიკული „ქარიშხლები" ძალიან მოეწონებათ უწესრიგობისა და მოულოდნელობების მოყვარულ ადამიანებს, მაგრამ სტაბილურობაზე ორიენტირებული ბევრი ადამიანის გეგმებს დაარღვევს.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

იანვრის ახალმთვარეობის თავისებურებანი

ახალმთვარეობა მერწყულის ნიშანში ჩაივლის. ეს ნიშნავს მოულოდნელ ცვლილებებს. არაპროგნოზირებად მოვლენებსა და განწყობის ხშირ ცვალებადობას. ამასთან მთვარე ურანთან ასპექტში იქნება, რაც, მერწყულთან კავშირში გააორმაგებს არასტაბილურ ენერგიებს. დისბალანსი ბევრში გამოიწვევს გაურკვევლობის გრძნობას, უმიზეზო შფოთვას, მომავლის შიშს, იშვიათად რეალობიდან მოწყვეტასაც კი.

მაგრამ ახალმთვარეობას დადებითი მომენტებიც ახლავს, პოტენციალი, რომლის გამოყენებაც კეთილდღეობისთვის შეიძლება. გონების მოკრება და ემოციების გაკონტროლება შესაძლებლობას იძლევა, ფხიზლად და სწრაფად მოვერგოთ ცვალებად პირობებს და მოვახდინოთ ფრესტრაციის, ილუზიებისა და არასაკმარისი ძალების ნეიტრალიზება.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

საბედნიეროდ, ახალმთვარეობისა და ურანის კვადრატის (კვადრატი, კვადრატურა ასპექტია ასტროლოგიაში) გაშიფვრა და დაბალანსება იოლია. მას მოაქვს მერყეობა, შფოთვა, ფსიქიკური არასტაბილურობა და მოულოდნელი ცვლილებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ასტროლოგები გვირჩევენ, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, უნდა ვისწრაფვოდეთ შინაგანი ჰარმონიისკენ, არ უნდა დავუშვათ სტრესი და დაძაბულობისგან ქანცის გამოცლა. უნდა ვეცადოთ, გამოვარკვიოთ, რა იწვევს ჩვენში დრამის მოახლოების გრძნობას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაძაბულობა შეიძლება გამოვლინდეს მკვეთრ და იმპულსურ საქციელში, ეს კი, თავის მხრივ, კამათს, ჩხუბსა და კონფლიქტებს გამოიწვევს.

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

25 იანვარს საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც გაანეიტრალებს ნეგატიური ასპექტის შედეგებს, იქნება მოქნილობა, ობიექტურობა და აქტიურობა პოზიტიური ცვლილებების მიმართულებით.

25 იანვარი ასევე მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ამ დღეს დგება ახალი წელი ჩინური კალენდრის მიხედვით.