თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ქართველი გოლიათი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ტოკიოში იანვრის ჰაცუ ბაშოზე ორჯერ ზედიზედ დამარცხდა და კომუსუბის ტიტულის დაბრუნების შანსი ხელიდან გაუშვა.
ჰაცუ ბაშოს შედეგებით, რომლის დასრულებამდე სამი დღე დარჩა, ლევანმა თავისი პოზიციები გაიუარესა უძლიერეს სუმოისტთა რეიტინგში. ტოკიოს ტურნირზე ის გამოდიოდა, როგორც დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა.
ტოჩინოშინმა მეტოქე ერთი გდებით დაამარცხა>>
ტოჩინოშინმა ოძეკი ტაკაკეიშოსთან ორთაბრძოლა წააგო. ხვალ მას არანაკლებ რთული შეხვედრა ელოდება ოძეკი გოეიდოსთან.
იანვრის ჰაცუ ბაშო სეზონის პირველი ტურნირია პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში.
ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.