მსოფლიო დღეს

ახალმა კორონავირუსმა ჩინეთში 17 ადამიანი შეიწირა

ვირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა ცხოვრობდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, სადაც დაავადება პირველად გამოვლინდა
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

ამ დროისთვის ვირუსი უკვე 25 პროვინციასა და ქალაქშია გავრცელებული. ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ ქვეყანაში 473 ადამიანია, ცალკე პროვინცია ჰუბეიში დაავადებულია 444 ადამიანი.

ყურადღება, სასიკვდილო ვირუსია!საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში საფრთხის შესახებ გააფრთხილეს

ბოლო მონაცემებით, 22 იანვარს, 22:00 საათამდე ჰუბეის პროვინციაში 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქალაქ უხანში - 62. ამ დროის განმავლობაში 8 ადამიანი გარდაიცვალა.

პროვინციის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 იანვრისთვის აეროპორტებში, რკინიგზისა და ავტოსადგურებზე ტემპერატურა გაუზომეს 2,2 მლიონ მგზავრს. 21 იანვარს მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა 45 ადამიანს, 8 მათგანი დაიყოლიეს, არ დაეტოვებინათ ქალაქი, კიდევ 6 ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში გაურკვეველი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პირველ დაავადებულებს ზღვის პროდუქტებთან ჰქონდათ შეხება. ექსპერტებმა წინასწარ დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი გახდა კორონავირუსის ახალი ტიპი - 2019-nCoV.

ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-სა და ტაილანდში. მსგავსი სიმპტომების შემთხვევები გამოვლინდა სინგაპურში, ჰონგ-კონგსა და ავსტრალიაში. ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანს ადამიანისგან გადაეცემა.