მსოფლიო დღეს

ახალმა ჩინურმა კორონავირუსმა აშშ-შიც შეაღწია

დასნებოვნების შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდსა და ავსტრალიაში. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვარი დაკეტა.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ახალმა ჩინურმა კორონავირუსმა 2019-nCoV-მ აშშ-შიც შეაღწია, გამოვლენილია სასიკვდილო ვირუსით დასნებოვნების პირველი შემთხვევა, იუწყება ადგილობრივი მასმედია. 

ევროკავშირი ვითარებას აკვირდება: ახალი კორონავირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა

გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ ვირუსი ქალაქ სიეტლში დაუფიქსირდა ჩინელ ტურისტს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დასნებოვნების შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდსა და ავსტრალიაში. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვარი დაკეტა. 

დღეის მონაცემებით, სულ ოფიციალურად დარეგისტრირებულია დასნებოვნების 300-მდე შემთხვევა. აქედან ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ინფექციის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა და ხველება მცირე სისველით. სპეციალისტების გამოთვლით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შესაძლოა 1,7 ათას ადამიანს აღწევდეს.