თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. ზუგდიდში №15 საბავშვო ბაგა-ბაღი გაქურდეს.
გატეხილი კარი და ღია ფანჯარა სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.
პირველი არხის ინფორმაციით, ქურდებმა ორი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი წაიღეს.
დანაშაულის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაათვალიერეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.