თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის კლუბ „სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა.
„შრომითი ხელშეკრულება მხარეების ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა", – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჯანო ანანიძე „სპარტაკის" სკოლის აღზრდილია და კლუბის ამჟამინდელი შემადგენლობიდან გუნდში ყველაზე მეტხანს თამაშობდა. ჯანომ კარიერა 16 წლისამ, 2009 წელს დაიწყო. „კრასნოდარის" წინააღმდეგ მატჩში 90-ე წუთზე ლამაზი, გამარჯვების გოლი გაიტანა და კლუბში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა.
მოსკოვურ კლუბში ანანიძემ 146 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.
2013/14 წლებში იჯარის უფლებით თამაშობდა „როსტოვში", ხოლო 2019 წელს – სამარის „კრილია სოვეტოვში".
„სპარტაკთან" ერთად ჯანო გახდა რუსეთის ჩემპიონი და ქვეყნის სუპერთასის მფლობელი.
უფრო ადრე ქართულ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების 27 წლის შემტევი ნახევარმცველი, შესაძლოა, თურქეთში, კლუბ „დენიზოისპორში" გადავიდეს.