„ზამთარი მოგვპარეს“ - ეკოლოგმა განმარტა, რატომ არ თოვს საქართველოში

უთოვლო ზამთარი საქართველოში უკვე იშვიათობას არ წარმოადგენს, მაგრამ წელს ზოგიერთ სამთო-სათხილამურო კურორტზე სეზონის გახსნაც კი გაუქმდა.
Sputnik

რა ხდება? რატომ აგვიანებს ზამთარი და რაშია მიზეზი? თოვლის მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 19 იანვარს აღინიშნება, „Sputnik-საქართველო“ ზამთრის დაგვიანების მიზეზების გარკვევას ეკოლოგ ნინო ჩხობაძესთან შეეცადა.

უთოვლობის პრობლემები: გუდაურში სეზონის ოფიციალური გახსნა არ შედგება >>

- რა ემართება კლიმატს საქართველოში? უცნაური ზაფხული, უჩვეულოდ თბილი შემოდგომა და უთოვლო ზამთარი. ზამთრის კურორტებზე სეზონი დაგვიანებით იწყება. რატომ არ არის თოვლი საქართველოში? რას უკავშირდება ეს - გლობალურ დათბობას თუ რაიმე სხვა პროცესებს?

- ზამთრის დაგვიანებაში გლობალური პროცესებია დამნაშავე. შეიძლება ითქვას, ზამთარი მოიპარეს და ის უფრო გვიან დგება იმ მიზეზის გამო, რომ ზოგადად კლიმატი იცვლება. თანაც მოხდა ძალიან სერიოზული კატაკლიზმები, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება ხანძრებს ამაზონში, ავსტრალიასა და ციმბირში. სავარაუდოდ, ამ ხანძრებმა კლიმატზე გავლენა მოახდინეს.

ამ ყველაფრის პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, გლობალურ ცვლილებებში მდგომარეობს, და მეორე, ჩვენ არანაირი პრევენციული ღონისძიებები არ გაგვაჩნია.

„ზამთარი მოგვპარეს“ - ეკოლოგმა განმარტა, რატომ არ თოვს საქართველოში

- არსებობს გრძელვადიანი პროგნოზები? რას ველოდოთ მომავალში?

- რამდენადაც გვესმის, ის, რაც იყო ნავარაუდევი, დაჩქარებულ რეჟიმში სრულდება. მაგალითად, არსებობდა პროგნოზი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 2050 წლისთვის მკვეთრად შემცირდება ნალექების და ჩამონადენის რაოდენობა, ანუ აშკარად წყლის დეფიციტი გვექნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელი ეს პროცესი დაჩქარდა და სცენარი ხელახლა უნდა შედგეს, რადგან აშკარად იგრძნობა წყლის დეფიციტი და უკმარისობა. აღმოსავლეთ საქართველოში ის ისედაც არსებობდა, ახლა კი სიტუაცია გაცილებით უარესია, რადგან ნალექი არ გვაქვს. ჩამონადენი დამოკიდებულია არამხოლოდ მყინვარებზე, არამედ ნალექზეც.

„ზამთარი მოგვპარეს“ - ეკოლოგმა განმარტა, რატომ არ თოვს საქართველოში

- რომელ ბუნებრივ ანომალიებს შეიძლება ვუწოდოთ კატასტროფული და რა ემუქრება საქართველოს?

- პირველ რიგში ეს არის ტემპერატურა, შემდეგ ტენიანობა, რომელიც იზრდება. ეს ახასიათებს კლიმატის ცვლილებას. ასევე აღსანიშნავია ღვარცოფები. კლიმატის შეცვლის გამო ნალექი შეიძლება არ იყოს მთელი სეზონის განმავლობაში, მერე კი ერთბაშად უზარმაზარი რაოდენობით მოვიდეს. სწორედ ეს იწვევს ღვარცოფებს და წყალდიდობებს.

- რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პროცესები აღიკვეთოს?

-მდინარეების კალაპოტები უნდა გაიწმინდოს, არ უნდა იყოს დაბინძურებული. ჩამონადენი უნდა იყოს თავისუფალი, თუ არ გვინდა წყალდიდობა მოხდეს.

„ზამთარი მოგვპარეს“ - ეკოლოგმა განმარტა, რატომ არ თოვს საქართველოში

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წლიდან წლამდე ზამთარი სულ უფრო გვიან დადგება?

-პრინციპში, კი. მოსალოდნელია, რომ გვექნება ექსტრემალურად მაღალი და დაბალი ტემპერატურა. ვგრძნობთ, რომ ყინვა არის, მაგრამ თოვლი არ არის. მხოლოდ ახლა დაიწყო თოვა. საერთოდ ექსტრემალური ტემპერატურები ყოველთვის იყო, ტემპერატურა 50 გრადუსამდე შეიძლება აიწიოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათი ხანგრძლივობა იზრდება. ანუ, გრძელდება არა ერთი დღე, არამედ კვირეები და ა.შ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პროგნოზები და სცენარი გადასახედია.

მთელს მსოფლიოში მეცნიერები აღნიშნავენ ამაზონის ტყეების დიდ გავლენას, რომლებსაც პლანეტის ფილტვებს უწოდებენ. სახეზეა კლიმატის და მეტეოროლოგიური პირობების რეალური ცვლილება.

„ზამთარი მოგვპარეს“ - ეკოლოგმა განმარტა, რატომ არ თოვს საქართველოში

- პირველ რიგში ეს რაზე იმოქმედებს?

-სოფლის მეურნეობაზე და მრეწველობაზე. ზამთარი ნაწილობრივ ხანძრებმა მოიპარეს, რომელთა მიზეზი თავად ადამიანია. ხანძრებთან გამკლავება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ნალექი არ იყო. ხოლო ადამიანის რესურსი ამ ხანძრის ჩასაქრობად საკმარისი არ აღმოჩნდა. ადამიანმა კი გამოიწვია ეს ხანძარი, მაგრამ მისი მართვა ვეღარ შეძლო.