საზარელი მკვლელობა სურამში: ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა

გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, რა გახდა სკანდალის მიზეზი მეუღლეებს შორის და რა გარემოებებში მოხდა დანაშაული
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სურამში მამაკაცმა თავისი ცოლი ნაჯახით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მარტვილში 40 წლამდე მამაკაცი მეზობელმა მოკლა: შსს-მ საქმე ცხელ კვალზე გახსნა

ტელეარხის მონაცემებით, გარდაცვლილი ქალი სხეულზე რამდენიმე ჭრილობით იპოვეს. რა გახდა სკანდალის მიზეზი მეუღლეებს შორის და რა გარემოებებში მოხდა დანაშაული, ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს ოჯახში მომხდარი დანაშაულის მსხვერპლი 16 ადამიანი გახდა. სულ ჩადენილია 4600 მსგავსი დანაშაული, საიდანაც 61% გახსნილია.