ქართულ ფილმებს ბრიუსელში კინოფესტივალზე აჩვენებენ

პრესტიჟული ბელგიური კინოფესტივალის სტუმრები შეძლებენ ქართველი რეჟისორების რვა ფილმის ნახვას, საიდანაც რამდენიმე მოკლემეტრაჟიანია
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. თანამედროვე ქართული კინემატოგრაფი იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო კინოფესტივალზე Bridges. East of West Film Days ბრიუსელში 22-26 იანვარს, ნათქვამია კინოფესტივალის ვებგვერდზე.

ლეგენდარულმა მარტინ სკორსეზემ თავის ფილმში ქართველი საოპერო მომღერალი გადაიღო >>

Bridges. East of West Film Days - ბელგიური კულტურული ცენტრ Bozar-ს კინოფორუმი, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპულ ფილმებს: სომხეთიდან, საქართველოდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. წელს ის მესამედ გაიმართება.

თბილისში პირველი კინობიბლიოთეკა გაიხსნა

ქართული ფილმების რეტროსპექტივა დაიწყება 23 იანვარს დიმიტრი მამულიას ფილმით „ბოროტმოქმედი“, შემდეგ მაყურებლები ნახავენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს „მამა“ (დავით ფირცხალავა), „ლეტა“ (დეა კულუმბეგაშვილი), „მამული“ (გიორგი სიხარულიძე), „ცხოველი“ (ამირან დოლიძე). 25 იანვარს იქნება ნაჩვენები ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ და უტა ბერაიას ფილმი „უარყოფითი რიცხვები“.

ქართული კინოს დღეები ფესტივალზე დასრულდება დიმიტრი ცინცაძის ფილმით „შინდისი“, რომელიც საქართველოს სახელით ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარის“ პრემიაზე იყო ნომინირებული.

ორგანიზატორთა თქმით, ფილმების ჩვენებების გარდა ბრიუსელში ინდუსტრიული შეხვედრები გაიმართება. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე დამწყები რეჟისორები ელენე მიქაბერიძე და გიორგი სიხარულიძე თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმების პროექტებს წარადგენენ.

საქართველოს გარდა, წელს ფესტივალზე მონაწილეობას იღებენ კინემატოგრაფისტები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან და ბელარუსიდან.