მესამე გამარჯვება: ქართველმა სუმოისტმა მეტოქე შეცდომაზე გამოიჭირა

ქართველ სპორტსმენს აშკარა ფიზიკური უპირატესობა ჰქონდა - ტოჩინოშინი 25 წლის მეტოქეზე უფრო მაღალი და მძიმე იყო
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, დღეს მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. იანვრის ჰაცუ ბაშოზე მისი მეტოქე აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირა იყო.

ტოჩინოშინმა მეტოქე ჰაერში ასწია – ქართველი სუმოისტის ეფექტური გამარჯვება >>

ტოჩინოშინმა ტატიაი-ჰენკის ილეთით მეტოქე ჰატაკიკომიზე გამოიჭირა. ორ წამში ტაკარაფუძი ძირს ეგდო. ამგვარად, მეტოქეების პირადი შეხვედრების ანგარიში ტოჩინოშინის სასარგებლოდ 11:7 გახდა.

ქართველმა სუმოისტმა იაპონიაში კიდევ ერთი მარცხი განიცადა

ხვალ ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მეცხრე მაეგაშირა ტაკანასიოს შეხვდება, რომელსაც, გორგაძის მსგავსად, 3 გამარჯვება და 4 წაგება აქვს.

ტოჩინოშინმა, ყოფილმა ოძეკმა, სეზონი მაეგაშირას რანგში დაიწყო. იმისთვის, რომ კომუსუბი გახდეს, გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე 10-ზე მეტი გამარჯვება სჭირდება.

თხუთმეტი დღის განმავლობაში მაკუუჩის და ძიურეს ელიტური დივიზიონების მებრძოლებმა მონაწილეობა 15 ბრძოლაში უნდა მიიღონ.

იანვრის ჰაცუ ბაშო პროფესიული სუმოს უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.