თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე 33 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით სამიდან ხუთ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 33 წლის მამაკაცი  დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში: შსს-მ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე  ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული სამიდან ხუთ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.