თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქეს ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
აზერბაიჯანის მოქალაქე რუსთავში 2019 წლის 29 ივლისს დააკავეს.
გამოძიებამ დაამტკიცა, რომ მსჯავრდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დაახლოებით ერთ კილოგრამ ნივთიერება ADB-FUBINACA–ს, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს.
ეს ნივთიერება ამოიღეს ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, ნაწილი კი მის ავტომობილში იპოვეს.
ამას გარდა, ბრალდების მხარემ დაამტკიცა 96 გრამზე მეტი MDMA–სა და 1,5 გრამი „ბუპრენორფინის“ შესყიდვის ფაქტი.