გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი ორსული გახდა

თელავის რაიონში 31 წლის ორსული ქალი რისკის ჯგუფში შედიოდა, თუმცა მან მაღალი ტემპერატურის დროსაც არ მიმართა ექიმს.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თელავის რაიონის სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, წერს გაზეთი „რეზონანსი".

ამ ინფორმაციას რეგიონული საინფორმაციო სააგენტო ადასტურებს.

გრიპი უკან არ იხევს: ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გახშირდა>>

მერიის წარმომადგენლის გიორგი ნაპირელის თქმით, ქალს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, არ მიმართა ექიმს.

თბილისის კლინიკაში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

„ჩვენმა ექიმმა რომ ნახა, უკვე გული გაჩერებული იყო. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, ძალიან მძიმე ამბავი დაატყდათ თავს", – აღნიშნა ნაპირელმა.

ქალი 21 კვირის ორსული იყო. კლინიკიდან მიღებული ინფორმაციით, სადაც ის აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა.

ფაქტზე აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.