გაირკვა ქავთარაძის ბაზრობაზე ხანძრისგან მიყენებული ზარალის ოდენობა

წინასწარი დათვლით, ხანძრის შედეგად ზარალი 400 ათას ლარზე მეტს შეადგენს. ხანძარმა 400 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობი გაანადგურა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ხანძარი ორშაბათს, გვიან საღამოს გაჩნდა, როდესაც ბაზრობის ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება ახლომდებარე ავტოგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრეებმა ეს საფრთხე აღკვეთეს.

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია>>

წინასწარი შეფასებით, ხანძრისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 400 ათას ლარს შეადგენს.

ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.