თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ცეცხლი ბაზრობაზე მდებარე მაღაზიებს უკიდია.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე ხანძარი უკვე რამდენიმე მაღაზიას მოედო.
მომხდარი შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.