ნაქერალას უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა

თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველოს გზებზე მოძრაობა გუშინაც იყო შეზღუდული, შემდეგ კი ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგა.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

თოვლი და ლიპყინული: საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-52-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველოს გზებზე მოძრაობა გუშინაც იყო შეზღუდული, შემდეგ კი ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგა. ამჟამად საქართველოს დანარჩენ გზებზე შეზღუდვები მოხსნილია.