მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელებს საქართველოში უსიამოვნო სიურპრიზები ელის

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებსაც ევროპული სტანდარტების შეუსაბამო ფარები ექნებათ, ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე განმეორებითი ტექდათვალიერების გავლისას 1 აპრილიდან საჭის გადატანის აკრძალვა ამოქმედდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა შალვა ურიადმყოფელმა.

საქართველოში საჭის გადატანა მარჯვენასაჭიან ავტომობილებში სავალდებულო არ არის.

გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის სპეციალური შემოწმების გავლა სავალდებულო ხდება

როგორც ურიადმყოფელმა განაცხადა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს საჭის გადატანა 2020 წლის 1 აპრილამდე შეუძლიათ.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, პირველადი ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ, გადატანილი საჭით მას განმეორებით ვერ გაივლიან.

გარდა ამისა, 1 აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებსაც ევროპული სტანდარტების შეუსაბამო ფარები ექნებათ, ტექდათვალიერებას სპეციალური სტიკერების დაკვრის შემდეგაც ვერ გაივლიან.

პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან 3 000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.

მსუბუქი ავტომობილებისთვის მომსახურების ღირებულება 60 ლარი, სატვირთო ავტომობილებისთვის კი 100 ლარია.