პირველი მედლების მოლოდინში: შვეიცარიაში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იწყება

ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები 16-დან ოთხ დისციპლინაში იასპარეზებენ: სამთო-სათხილამურო სპორტი, ტრამპლინიდან ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ციგაობა.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ხუთშაბათს, 9 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში იწყება, 10 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ზაგრებში ვერცხლის მედალი მოიპოვა>>

ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენები 16-დან ოთხ დისციპლინაში იასპარეზებენ: სამთო-სათხილამურო სპორტი, ტრამპლინიდან ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ციგაობა.

საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარადგენენ:

ალინა ურუშაძე

ფიგურული ციგურაობაინდივიდუალური
ლუკა ბერულავაფიგურული ციგურაობაწყვილები
ალინა ბუტაევაფიგურული ციგურაობაწყვილები
იულია ლებედევა-ბითაძეფიგურული ციგურაობასპორტული ცეკვები
მიხეილ კაიგოროდცევიფიგურული ციგურაობა 
ნოდარ კოზანაშვილისამთო-სათხილამურო სპორტი 
ნინო კურტანიძესამთო-სათხილამურო სპორტი 
ესმერალდა გობოზოვატრამპლინიდან ხტომა 
ლუკა მჭედლიანიციგაობა 
ლაშა მჭედლიანიციგაობა 

ქართული ოლიმპიური დელეგაცია ლოზანაში ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად გუშინ ჩავიდა.

სულ ოლიმპიადაში მონაწილეობას 79 ქვეყნის 1 792 სპორტსმენი მიიღებს. ყველაზე მრავალრიცხოვანია შვეიცარიის (111), რუსეთის (111), აშშ-ის (96), გერმანიისა (90) და კანადის (78) ნაკრებები.

ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია 22 იანვარს Malley-ს ყინულის არენაზე გაიმართება.