ყვითელი ამბები

„ვერ დავდიოდი...“ – თოშა ქებურიას ცოლი კიბიდან დაგორდა – ქეთი ჟღენტი ფოტოს აქვეყნებს

მილიონერი თოშა ქებურიას მეუღლემ, ცნობილმა მოდელმა ქეთი ჟღენტმა Instagram-ის „სთორიში“ ხელმომწერებს უპასუხა და ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ დაზიანდა კიბიდან დაგორების შემდეგ.
Sputnik

მოდელი ქეთი ჟღენტი კიბიდან დაგორდა და მუხლები დაიზიანა. მოდელმა Instagram-ის „სთორიში“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დაზიანებული ადგილები კარგად ჩანს. მოდელი წერს, რომ კიბეზე დაგორების შედეგად ფეხი გადაუბრუნდა და ერთი დღე ვერ დადიოდა.

მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტს ორი შვილი ჰყავთ. წყვი­ლს მე­ო­რე შვი­ლი სექტემბერში შეეძინა. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის ქა­ლიშ­ვი­ლი წინა წელს შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია.

ქეთი ჟღენტს აქ­ტი­უ­რი ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და და ის ზა­ფხულ­ში საფ­რან­გეთ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და. ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

წყვილმა ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და. ცოტა ხნის წინ ქეთიმ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ფოტო, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მეუღლემ მას უზარმაზარი თაიგული აჩუქა.