მსოფლიო დღეს

გაზსადენი „თურქული ნაკადი“ ოფიციალურად ამოქმედდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, მაგრამ ამან პროექტების რეალიზაცია ვერ შეაჩერა.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ოთხშაბათს გაზსადენი „თურქული ნაკადი“ აამოქმედეს, იუწყება საინფორმაციო საგენტო РИА Новости.

ლავროვი: რუსეთი აშშ-ის სანქციებს პასუხს გასცემს

გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ სერბეთის ლიდერი ალექსანდრ ვუჩიჩი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი. ცერემონია სტამბულში გაიმართა.

„გაზის ახალი მაგისტრალის ამოქმედების ოფიციალურ ცერემონიაზე ყველა დამსწრე მოწმეა მართლაც რომ მნიშვნელოვანი მოვლენისა არა მარტო რუსეთისა და თურქეთისთვის, არამედ სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის, მთლიანად ევროპის კონტინენტისთვის“, – განაცხადა პუტინმა გაშვების წინ.