მარტვილში 40 წლამდე მამაკაცი მეზობელმა მოკლა: შსს-მ საქმე ცხელ კვალზე გახსნა

მამაკაცს, რომელმაც თანასოფლელი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა, შვიდიდან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 59 წლის მამაკაცი, რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მეზობლის მკვლელობა ედება ბრალად, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მარტვილში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

უწყების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა მეზობელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე "განზრახ მკვლელობის" მუხლით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.